დასახელება:
იჯარების და განვითარების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Urbantails
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
ზოომაღაზიათა ქსელი "ურბან თეილსი" - ცხოველებზე ზრუნვის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს და ბაზარზე ინოვაციური კონცეფციით შემოდის, რომელიც ქმნის სივრცეს, სადაც შინაური ცხოველი ოჯახის წევრია და ცხოველი და მისი "მშობელი" ("Pet Parent" - და არა "პატრონი") ერთნაირად კომფორტულად იგრძნობენ თავს.
"ურბან თეილსი" უზრუნველყოფს არა მარტო უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას მომხმარებლისთვის, არამედ ადამიანებისა და ცხოველების გაერთიანებას მეგობრულ და ჰარმონიულ გარემოში.
კომპანია "ურბან თეილსი" აცხადებს ვაკანსიას იჯარების და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მზიურის ბიზნეს ცენტრი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 09:00 სთ-17:00სთ, პარასკევი: 09:00სთ-14:00სთ;
ტრანსპორტირება: მ/ს რუსთაველიდან;
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, ახალი კომერციული ფართების აქტიური ძიება თბილისსა და რეგიონებში;
** პოტენციური ობიექტების შეფასება და ანალიზი (მდებარეობა, ფართი, ინფრასტრუქტურა, პოტენციური მომხმარებელთა ნაკადი, კონკურენტი მაღაზიები, და სხვა);
** მეიჯარეებთან პირდაპირი კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება იჯარის პირობებზე;
** იურიდიულ დეპარტამენტთან და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად იჯარის ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;
** გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების აღრიცხვა და მონიტორინგი;
** საჯარო რეესტრში ხელშეკრულებების ან ხელშეკრულებების შეწყვეტების რეგისტრაცია;
** მეიჯარეებთან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და გადმოცემის თარიღების კონტროლი
აბონენტის ნომრების გადაფორმება;
** ფეი ბოქსების, ბანკომატების და სხვა ქვეიჯარების კონტროლი;
** ახალი მაღაზიების გახსნის პროცესში აქტიური ჩართულობა (საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, ნებართვების აღება და სხვა).
** კომერციული უძრავი ქონების ბაზრის მუდმივი ანალიზი და კონკურენტული გარემოს შესწავლა;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ან ეკონომიკის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ საცალო ქსელში ან უძრავ ქონებაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
** კომერციული უძრავი ქონების ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა.
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.
უნარები:
** კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: joinus@urbantails.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "იჯარების და განვითარების მენეჯერის" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ურბან თეილსი" (ს/კ 406470037) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე info@urbantails.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
|
|
|
|