დასახელება:
აკადემიური კონკურსი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 09 ივნისი
|
თანდართული ფაილი:
628389_Attachment_1863010.zip
|
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" 2025 წლის 22 აპრილიდან აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების ("ა" კატეგორიის აფილირებული პერსონალი) დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:
საკონკურსო ვაკანსიები:
მიმართულება - პროგრამირება (დაპროგრამების ენა: C++, C#, თამაშების დეველოპმენტი, მობილური აპლიკაციების აგება, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია):
** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით);
** ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით).
მიმართულება - ხელოვნური ინტელექტი: (ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, მანქანური სწავლება, ღრმა სწავლება, ბუნებრივი ენის დამუშავება, ნეირონული ქსელები):
** პროფესორი - 1 ვაკანსია;
** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით);
** ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით).
კონკურსით შერჩეულ პირებთან გაფორმდება "ა" კატეგორიის აფილირების შეთანხმება, რომლის პირობები განსაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 წლის ვადით.
აკადემიური თანამდებობის დაკავების კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა (აკადემიური/პროფესიული ნიშნით), შემდეგი კრიტერიუმებით:
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:
** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:
** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ ან პედაგოგიურ მოღვაწეობასთან;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
"ა" კატეგორიის აფილირებული პერსონალის დადგენილი დამატებითი საკონკურსო მოთხოვნები:
ა) არანაკლებ ინგლისური ენის B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობა;
ბ) წარმოდგენილ იქნას დარგის შესაბამისი 3 წლიანი სამეცნიერო კვლევის ხედვა და პროექტი (რომლის ხარისხის შეფასდება გარე შემფასებლების/ექსპერტების მიერ, ანონიმურობის პრინციპის დაცვით);
გ) ბოლო 3-5 წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ანგარიში;
თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:
** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (მიუთითეთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება) (იხ. დანართი);
** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში) ;
** პუბლიკაციები (ივსება საკონკურსო ანკეტაში);
** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები;
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ";
** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს);
** ინგლისური ენის (მინიმუმ B2) დონის შესაბამისი დამადასტუებელი დოკუმენტი;
** დარგის შესაბამისი 3 წლიანი სამეცნიერო კვლევის ხედვა (რომლის ხარისხის შეფასდება გარე შემფასებლების/ექსპერტების მიერ, ანონიმურობის პრინციპის დაცვით);
** ბოლო 3-5 წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ანგარიში;
ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაითვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:
** შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
** შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
** ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობას.
** B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი: Cambridge English First (FCE) ; BEC Vantage; IELTS 5, 5; TOEFL iBT 87-109; Michigan ECCE; PTE General Level 3; PTE Academic 59-75;Trinity ISE II; UNIcert; EnglishScore.
აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ვალდებულია კომისიის წინაშე ჩატაროს საჩვენებელი ლექცია ინგლისურ ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით სეუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@seu.edu.ge - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა (გთხოვთ, მიუთითოთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება). ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა სეუ-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-7 სართული, ოთახი №702. საკონტაქტო ტელ.: 032 2 90 00 00 - 21 (შიდა)
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის (სეუ) მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ სეუ-სთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძველად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. ინგლისური ენის ტესტირება;
3. შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად).
კონკურსის ვადები:
** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2025 წლის 23 მაისიდან - 9 ივნისის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2025 წლის 16 ივნისი;
** კონკურსის მეორე ეტაპი/ინგლისური ენის ტესტი: 2025 წლის 18 ივნისი;
** კონკურსის მესამე ეტაპი/გასაუბრება: 2025 წლის 19 ივნისი;
** კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2025 წლის 20 ივნისი;
** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2025 წლის 23 ივნისი;
** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2025 წლის 24 ივნისი;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2025 წლის 25 ივნისი.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.seu.edu.ge/
გისურვებთ წარმატებებს!
დანართები:
კონკურსანტის განცხადება
კონკურსანტის ანკეტა.
შესაბამისი რეგულაციების გასაცნობად იხილეთ: https://www.seu.edu.ge/ka/554/
|
|
|
|