დასახელება:
მემონტაჟე
|
მომწოდებელი:
Blue Waters
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - მემონტაჟეს!
"Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
"ბლუ უოთერსი" ბაზარზე წარმოდგენილია ასევე წყლის ფილტრაციის სისტემებით. ვყიდით და ვამონტაჟებთ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის წყლის ფილტრაციის სისტემებს..
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.bluewaters.ge
იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.
რას გთავაზობთ:
** საბაზისო ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით + ბონუსი (თითო მონტაჟიდან 150-250 ლარი)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
** საწვავის ხარჯების ანაზღაურება
** მცოცავი სამუშაო გრაფიკი
** სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად დროის წინასწარ შეთანხმდება
სამუშაოს აღწერა:
საკანალიზაციო ბიოგამწმენდი დანადგარის მონტაჟი ან შეფ-მონტაჟი (სამონტაჟო პროცესის ზედამხედველობა) კერძო სახლების, აგარაკების, კომერციული ობიექტებისთვის
მოთხოვნები:
** სასურველია სპეციალისტი საინჟინრო/სამშენებლო გამოცდილებით, რომელიც მაღალი ხარისხით განახორციელებს ჩვენი ავტონომიური საკანალიზაციო სისტემების მონტაჟს
** საჭირო სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს/მომიჯნავე სფეროში
** განვიხილავთ ინდ. მეწარმის სტატუსის მქონე კანდიდატებთან თანამშრომლობასაც
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/technicalspecialist2/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|