დასახელება:
ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Inex Group
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალო, დიდუბე, დიდი დიღომი, ვარკეთილი), რუსთავი
გრაფიკი: 09:00-15:45; 15:45-22:30 სთ
საქმიანობის აღწერა:
** გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;
** ამანათების მიღება და გაცემა;
* კლიენტის ხარისხიანი მომსახურება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** ოპერატორის პოზიციაზე განიხილებიან სტუდენტებიც.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ოპერატორი - თბილისი".
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|