Робота для біженців з України
ტექსტილის დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექსტილის დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: BlueTabla
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.

"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას ტექსტილის დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასის მომსახურებას;
** კორპორაციულ ფასდაკლებას "ბლუტაბლას" პროდუქციაზე;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1500 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთლის 140

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია დანადგარზე მუშაობის გამოცდილება (გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში საქმეს შეგასწავლით ადგილზე);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სიახლეების მარტივად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

მოვალეობები:

** ტექსტილის დანადგარების მართვა;
** სამუშაო მასალების დანადგარში მოთავსება;
** დანადგარის გამართულად მუშაობის მონიტორინგი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge

გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "დანადგარის ოპერატორი"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე