დასახელება:
საინფორმაციო დესქის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას საინფორმაციო დესქის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: დიდუბის პოლიკლინიკა
სამუშაო განრიგი: სრული (40 სთ)
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებაში, მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
** პაციენტის საავადმყოფო ფურცლის ადმინისტრირება: გახსნა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა, საჭიროების შემთხვევაში გაგრძელება, გაცემა, დახურვა, ჟურნალში მონაცემების ასახვა;
** საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის დამსაქმებლებთან კომუნიკაცია; პაციენტის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ადგილობრივი მმართველობითი ორგანოებისგან (მერია, გამგეობა, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური და სხვა) დაფინანსების მიღების მიზნით, პაციენტების ფორმა 100-ების ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვა;
** შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პორტალზე საჭირო ინფორმაციის ატვირთვა (პაციენტის მონაცემების, ექიმის მონაცემების, ფორმა 100-ის, დანიშნული წამლების);
** ფორმა 100-ების დამოწმება (საჭიროებიდან გამომდინარე, მენეჯერის ბეჭდითა და ფაქსიმილიით, ექიმის ცოცხალი ხელმოწერით) და პაციენტებისთვის მიწოდება;
** პრეტენზიული პაციენტების შემთხვევების ეფექტიანი მართვა; საჭიროების შემთხვევაში, სერვის მენეჯერთან გადამისამართება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/sainformacio-deskis-specialisti/577
|
|
|
|