დასახელება:
რეგისტრატორ/ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ქ.თბილისის N19 მოზრდილთა პოლიკლინიკა
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
შპს "ქ.თბილისის N19 მოზრდილთა პოლიკლინიკა" აცხადებს რეგისტრატორ/ოპერატორის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** პაციენტის ანკეტის გახსნა და ინფორმაციის შევსება;
** პირველადი დოკუმენტაციის შევსება
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება.
სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და კლინიკის ადმინისტრაციის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე 19poliklinika@gmail.com
|
|
|
|