დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
გაგრა პლუსი
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას მარნეულის რეგიონში მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი).
მოვალეობები:
** უზრუნველყოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის საუკეთესო პოზიციაზე წარდგენა (იქ სადაც სამუშაო გეგმით გათვალისწინებულია) და შეასრულოს მერჩენდაიზინგის სტანდარტები.
** გადაიღოს ფოტო-სურათები, რომელზეც ასახული უნდა იყოს სავაჭრო ობიექტში პროდუქციის წარდგენა.
** სავაჭრო ობიექტებში სარეკლამო მასალების სწორი განთავსება, კონტროლი; თაროების და სხვადასხვა მოწყობილობების განთავსება/დამონტაჟების უზრუნველყოფა;
** კონკურენტული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, ანგარიში (რეპორტინგი).
** მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სუპერვაიზერთან / ხელმძღვანელობასთან; დისტრიბუციასთან აქტიური კონტაქტი სავაჭრო ობიექტებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
** სტორჩეკში ზედმიწევნით შეიტანოს და სრულად ასახოს ყოველი სამუშაო დღის მარშრუტზე არსებული სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის წარდგენა. სტორჩეკში ჩაწეროს/აღნიშნოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის არსებული ნაშთის თანხობრივი ოდენობა.
** სამუშაო დროის პერიოდში თან ჰქონდეს კომპანიის პორთფელიოში მყოფი პროდუქციის სრული პრაის-ლისტი.
** ყოველი დღის გეგმის მიხედვით შევიდეს ყველა სავაჭრო წერტილში და სამუშაო დროს დაკავდეს მხოლოდ მასზე დაკისრებულ მოვალეობების შესრულებით.
** შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები და მითითებები.
** შეასრულოს მის სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობიანი.
** თვითორგანიზებული.
** პუნქტუალური.
** ენერგიული.
** შრომისმოყვარე.
** გუნდურად მომუშავე.
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@Gplus.Ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მერჩენდაიზერი მარნეულში" სათაურის ველში (Subject).
გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|