Робота для біженців з України
ჭურჭლის სამრეცხაოს ზედამხედველი - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის სამრეცხაოს ზედამხედველი
მომწოდებელი: Paragraph Resort and Spa Shekvetili
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
სასტუმრო პარაგრაფი "რეზორტი & სპა შეკვეთილი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის სამრეცხაოს ზედამხედველის პოზიციაზე.

ლოკაცია: შეკვეთილი, ოზურგეთი
განყოფილება: სამზარეულო/ჭურჭლის სამრეცხაო
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ვაკანსიის გამოქვეყნების თარიღი: 14.04.2025

პოზიციის ზოგადი მოთხოვნები:

** სამუშაო პროცესების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და აღსრულების მონიტორინგი
** ქიმიკატებისა და სხვა სახარჯი მასალების საჭირო მარაგების კონტროლი, საჭიროების მიხედვით პროგრამული გამოწერა და გადაცემა შესაბამის სამუშაო სივრცეებში
** სამუშაო ინვენტარის და დანადგარების სისტემური მონიტორინგი, აღრიცხვა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციის გაზიარება ტექნიკურ ჯგუფთან
** ქიმიკატების დოზირების, გამოყენების წესების, შენახვის პირობების ცოდნა და თანამშრომელთა სწავლება
** თანამშრომლების მიერ ქიმიკატების გამოყენების პროცესის მეთვალყურეობა და პროცესში სწავლების უზრუნველყოფა
** სასტუმროს და ბრენდის სტანდარტის შესაბამისი 15 წუთიანი დილის შეხვედრების/ტრენინგების ჩატარება
** ჭურჭლის სამრეცხაოს ხელმძღვანელის და ასისტენტის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური სამუშაოს კოორდინირება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე hrshekvetili@paragraphhotels.com და მიუთითოთ სასურველი პოზიცია "სათაურის/Subject" ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გაზიარებული პირადი მონაცემები შესაძლოა შეინახოს და დამუშავდეს პარაგრაფ შეკვეთილის სამსახურის მაძიებლების საინფორმაციო ბაზაში 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე