Робота для біженців з України
დასუფთავების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
"ბენე კომფორტი" დაარსდა 2020 წელს და უკვე მეხუთე წელია ემსახურება 40 -ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს, საოფისე/კომერციულ ფართს და ზრუნავს მომხმარებლის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე.

კომპანია "ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების მენეჯერის პოზიციაზე მაღაზიათა ქსელში.

მოვალეობები:

** გეგმიურ ობიექტებზე დასუფთავების ყოველდღიური რუტინის სქემის შექმნა და შესრულება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება და კონტროლი;
** მარაგების კონტროლი და საჭირო დამხმარე საშუალებების შეკვეთების მომზადება;
** კომპანიის ძირითადი საშუალებების მოვლა და შენარჩუნება;
** დასუფთავების თანამშრომელთა შერჩევაში მონაწილეობის მიღება;

ეს თანამდებობა შენთვისაა თუ:

** გაქვს გამოცდილება დასუფთავების მენეჯერის, პროექტის ხელმძღვანელის თანამდებობებზე;
** შეგიძლია საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;

სამუშაო პირობები: სტანდარტული 40 საათიანი სამუშაო კვირა;

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დასუფთავების მენეჯერი".

კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე