Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: RIDGID GLOBAL
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
კომპანია "RIDGID GLOBAL" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება.

პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე ექნება საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა, გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიურად ჩანიშნული შეხვედრების წარმოება დაინტერესებულ მომხმარებლებთან;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** საკუთარი გაყიდვების სტრატეგიის და კვარტალური გეგმის შესრულებისთვის საჭირო იდეების გენერირება;
** საკუთარ პორტფელის მართვა, ზრდა;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსური სისტემისა და გადახდის სისტემის სწორი წარმართვა;
** ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ზემდგომთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროს სიყვარული
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS/Office) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული
** აქტიური, დასაშვებია ჰიპერაქტიურობაც
** თვითდაჯერებული
** დროის მართვის უნარი

შემოსავალი 2500-3500 ლარი, რომელიც შედგება:

1) ფიქსირებული
2) ბონუსი
3) პორტფელის ბონუსი
ნაწილებისაგან და პოტენციურად არის მზარდი

ლოკაცია - თბილისი
განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევი, სრული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: ridgidglobal@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე