Робота для біженців з України
ელკომერციის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელკომერციის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: რედბერი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
"wegroup"-ი არის თანამედროვე დინამიკური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 13 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით - Myredberry.ge და Mandarina.ge

ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: Wegroup.ge

"wegroup" აცხადებს ვაკანსიას ელკომერციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში:

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა.

სამუშაოს აღწერა:

** ელ.კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია wegroup-ის ონლაინ მაღაზიების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, როგორიცაა: საოპერაციო საკითხების გაუმჯობესება, გაყიდვების ზრდა, მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში ჩართულობა, ტექნიკურ გუნდთან ერთად შესაბამისი საკითხების მოგვარება და გუნდის მართვა.
** აღნიშნული როლის მიზანია განავითაროს კომპანიის ელ. კომერციის მიმართულება და შექმნას ონლაინ შოპინგის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
** ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ.
** პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
** ჯანსაღ სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურება;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია და მოვალეობები:

** კომპანიის ელ.კომერციის მიმართულების საერთო სტრატეგიის შექმნა და განვითარება;
** wegroup-ის ონლაინ მაღაზიების (Myredberry.ge, Mandarina.ge) სრული პროცესების მართვა და მათი უწყვეტი გაუმჯობესება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და შემოსავლის გაზრდაზე პასუხისმგებლობა;
** ონლაინ გაყიდვების მიზნობრივი KPI-ების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
** ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების დაგეგმვა/განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა (სოც. მედია, კამპანიები, SEO, Email Marketing);
** მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა — როგორც UX/UI, ასევე საკომუნიკაციო თვალსაზრისით;
** ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობა ახალი ფუნქციონალის დანერგვისა და ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებისთვის;
** ანალიტიკური და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება (Google Analytics, Heatmaps, CRM და სხვა);
** ონლაინ მაღაზიების მომსახურების სტანდარტის მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივების წამოწყება;
** ელექტრონული კომერციის გუნდის ფორმირება, განვითარება და მოტივაცია;
** ახალი შესაძლებლობების კვლევა (პარტნიორობები, პლატფორმები, მესამე მხარის არხები, B2B/B2C გაფართოება);
** ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** შიდა გუნდებთან (მარკეტინგი, გაყიდვები, IT, ლოჯისტიკა) ეფექტური თანამშრომლობა;
** რეპორტინგი კომპანიის დირექტორთან - ფინანსური, მარკეტინგული და სტრატეგიული მიმართულებებით.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
** უპირატესობა მიენიჭება ელ. კომერციის მიმართულებით გამოცდილებას;
** უპირატესობა მიენიჭება ტექნიკურ/პროგრამულ გუნდთან ერთად მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამის უნარებს;
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა;
** დახვეწილი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
** მიზანდასახულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოქნილობა და ოპერატიულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/TJ7wHsDb
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე