Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Tbilisi Hills Golf & Residences
გამოქვეყნდა: 09 აპრილი / ბოლო ვადა: 09 მაისი
უნიკალური პროექტი "Tbilisi Hills Golf Management" რესტორნის გუნდში ეძებს მზარეულს.

მდებარეობა: კრწანისი, თბილისი, საქართველო

ჩვენს შესახებ:

ჩვენი გუნდი ავითარებს ყველაზე დიდ უნიკალურ უძრავ ქონების პროექტს თბილისში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია სრულიად კავკასიის რეგიონში. პროექტი მოიცავს 331 ჰექტარ მიწის ფართობსა და 10, 000 მაცხოვრებელზე გათვლილ სივრცეს, სადაც განლაგებულია ექსკლუზიური მიწის ნაკვეთები და პრემიუმ კატეგორიის აპარტამენტები უნიკალური ხედებით, ასევე 18-ფოსოიანი ევროპული ტოპ 100 გოლფის სათამაშო მოედანი და მაღალი კლასის რესტორანი ტერასით.

"Tbilisi Hills" მუდმივად მიყვება ტენდენციებს და არის "FIABCI-Georgia National Prix Excellence Awards 2022"-ის ოქროს მფლობელი კატეგორიაში "ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები". ჩვენი ამბიციური და თავდაუზოგავი გუნდი მიზნად ისახავს თბილისის ყველაზე მწვანე და მოთხოვნადი საცხოვრებელი არეალის შექმნას (https://tbilisihills.com).

პოზიციის აღწერა:

"Tbilisi Hills" ეძებს აქტიურ და შრომისმოყვარე მზარეულს. რომლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება შემდეგი:

** კერძების და ინგრედიენტების მომზადება რეცეპტების და ობიექტზე არსებული სტანდარტების დაცვით
** საკვების ხარისხისა და პრეზენტაციის შემოწმება;
** სამუშაო მაგიდების მოწყობა, დასუფთავება და ორგანიზება;
** მენიუს სრულყოფილად და მასში არსებული არგელენების ცოდნა;
** შეფ-მზარეულის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გამოცილება შესაბამის პოზიციაზე
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** საინტერესო და სასიამოვნო გარემოში მუშაობას;
** ანაზღაურება 1 500 ლარი (ხელზე ასაღები)
** მოქნილ გრაფიკს: ¾ (3 დღე დასვენება 4 დღე მუშაობა 11 საათიანი გრაფიკი)
** ჯანმრთელობის დაზღვევა (კომპანიის მიერ ანაზღაურებადი)
** Fit pass (სურვილისამებრ)
** ტრანსპორტირება
** კვება
** გოლფის უფასო სწავლება და ტურნირებში მონაწილეობა, მათ შორის, საერთაშორისო

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საინტერესო გუნდს, განსხვავებულ და შთამბეჭდავ გარემოში, შეხვდე ბევრ საინტერესო ადამიანს, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე მითითებულ მეილზე HR@tbilisihills.com
subject-ში აუცილებლად მიუთითეთ " მზარეული"

დავუკავშირდებით, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე