დასახელება:
ავიაბილეთების გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Avia.ge
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
"Avia.ge" აცხადებს ვაკანსიას ავიაბილეთების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
"Avia.ge" არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს.
თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "Avia.ge" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!
ფუნქცია მოვალეობები:
** ავიაბილეთების ფასების შემოწმება, მომხმარებლისათვის შეთავაზება და დაჯავშნა-გამოწერა;
** ოფისში მოსული მომხმარებლის მომსახურება.
** სატელეფონო ხაზისა და სოციალურ ქსელების მეშვეობით მოსული მომხმარებლის მომსახურება;
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროების დახმარებით;
** პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება;
** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით.
კომპეტენციები და უნარები:
** წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: 1200 ლარი (მოჭრილი, ხელზე ასაღები) + მაღალი საბონუსე სისტემა (1000-3000 ლარამდე გამომუშავების შესაძლებლობით)
შერჩეული კანდიდატები გაივლიან სწავლების ეტაპს, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: hr@aviage.ge და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|