დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯი
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
შპს ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხისმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში შემოსული მასალების/პროდუქციის რაოდენობის აღრიცხვა და სასაქონლო ზედნადებში აღნიშნულ რაოდენობებთან შედარება;
** საწყობში შემოსული მასალების/პროდუქციის დასაწყობება;
** შემოსული მასალების დანაკლისის ან მეტობის შესახებ რეპორტების წარმოება;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის მიმოსვლის კონტროლი;
** საწყობის ყოველთვიური ინვენტარიზაცია;
** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
** სხვა დაკავშირებული ამოცანები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია Excel-ის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ -ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ. 36;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00 დან 18:00 მდე;
ანაზღაურება: 1500-1700 (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|