დასახელება:
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე
|
მომწოდებელი:
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
სსიპ "საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური" აცხადებს ვაკანსიას მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე.
ფუნქციები:
** სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
** მეთოდოლოგიური-სამართლებრივი ბაზის დამუშავებისა და სრულყოფის, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ევრო დირექტივებთან სამსახურის შესაბამისობის ანალიზი და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ანგარიშვალდებულ პირებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სამსახურის სახელით დასადები ხელშეკრულებების და მემორანდუმების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ეგმონტის ჯგუფთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა სხვადასხვა სათათბირო ორგანოების (საბჭოების, კომისიების და ა.შ.) საქმიანობაში;
** სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხების მომზადება;
** სამმართველოს უფროსის დავალებების შესრულება;
** სამმართველოს თანამშრომლების საქმიანობის მენეჯმენტი;
განათლება - უმაღლესი
სამუშაო გამოცდილება - 3 წელი
თანამდებობრივი სარგო - 6570 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 12 თვე
საკონკურსო თემატიკა:
** საქართველოს კონსტიტუცია
** "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი
** "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი
** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
** "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონი
** სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (იხილეთ ბმულზე https://www.fms.gov.ge//ka/laws/regulations)
** ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების (მათ შორის, FATF-ის (ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის) რეკომენდაციების) ცოდნა (იხილეთ ბმულზე https://www.fms.gov.ge/ka/fatf-სტანდარტი)
დამატებითი მოთხოვნები:
** უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საბანკო-საფინანსო ან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
** თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მათ შორის, საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის (MS Office Word, Outlook, PowerPoint, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საერთაშორისო ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
დამატებითი ინფორმაცია:
** აუცილებელია, კანდიდატმა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ);
** კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის გათვალისწინებით;
** კანდიდატთან დაკავშირება განხორციელდება განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
** კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
კონკურსის ეტაპები:
** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
** წერითი დავალება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@fms.gov.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ - მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილე - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამსახურის მიერ შესაძლოა დამუშავდეს შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
|
|
|
|