Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: Maje
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
"Maje" - ფრანგული მოდის ბრენდი, რომელიც დაარსდა 1998 წელს, ცნობილია თავისი ელეგანტური, თანამედროვე ტანსაცმლით. ბრენდი გვთავაზობს მაღალი დონის, დახვეწილი კოლექციის ფართო არჩევანს.

ცხადდება ვაკანსია "Maje"-ს პირველი ფილიალისთვის, მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი თვის/კვირის/წლის ჭრილში და გუნდთან კომუნიკაცია;
** ბიზნეს სტრატეგიების შემუშავება, სწორი მართვა და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** მაღაზიის გაყიდვების გეგმის განხორციელება;
** მაღაზიის პერსონალის მართვა, მათი სამუშაო გრაფიკების კოორდინირება;
** მაღაზიის მარაგის და ინვენტარის რეგულარული კონტროლი;
** ყველა შესაბამისი დოკუმენტების, ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე მსგავს სფეროში;
** დროის მენეჯმენტის, პრობლემის გადაჭრისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების ტენდენციების ანალიზის უნარი;
** MS Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საბაზისო მათემატიკური უნარები;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის 28

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "მაღაზიის მენეჯერი - Maje"

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე