დასახელება:
პროფესიული მომზადების კურსი - თხილის ბიოწარმოება
|
მომწოდებელი:
ელკანა
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 აპრილი
|
ასოციაცია "ელკანა" აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების კურსზე - "თხილის ბიოწარმოება".
მეთხილეობას მისდევთ ან თხილის წარმოების დაწყებას გეგმავთ?
აგრონომ-კონსულტანტად მუშაობთ ან აპირებთ მუშაობას თხილის მწარმოებელ მეურნეობაში?
მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!!!
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა", ა (ა)იპ "პროფესიული უნარების სააგენტოს" თანადაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციების "ჰექს-ეპერისა" (შვეიცარია) და "პური მსოფლიოს" (გერმანია) მხარდაჭერითა და ბიოთხილის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაცია "კავკასნათთან" თანამშრომლობით, გთავაზობთ პროფესიული მომზადების სერტიფიცირებულ კურსს "თხილის ბიოწარმოება".
პროგრამა შემუშავებულია ასოციაცია "ელკანას" ბიომეთხილეობის დარგში მუშაობის ათწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით და მისი ამოცანაა მოამზადოს საველე სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ თხილის მწარმოებელი მეურნეობების მართვას საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და ბიოწარმოების მოთხოვნების შესაბამისად, ასევე ამ საკითხებზე ფერმერთათვის ტრენინგებისა და კონსულტაციის ჩატარებას.
კურსი ჩატარდება 28 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, კვირაში 4 დღე. თეორიული სწავლება განხორციელდება თბილისში, ასოციაცია "ელკანას" ოფისში, საღამოს საათებში. ხოლო პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდება რეალურ გარემოში (საერთო დატვირთვის 39%) - სამეგრელოში, ასოციაცია "კავკასნათის" წევრი მეთხილე ბიო-ფერმერების მეურნეობებში. ასოციაცია "კავკასნათი" 2020 წლიდან ფლობს ევროპაში აღიარებულ ბიოსერტიფიკატს და მის წევრებს მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდათ ამ კუთხით.
კურსს გაუძღვებიან საქართველოში დარგის წამყვანი სპეციალისტები.
კურსზე დასწრება შეუძლია ყველა სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს საშუალო განათლება. სასურველია განათლება და/ან გამოცდილება სოფლის მეურნეობის/თხილის წარმოების სექტორში.
კურსის ღირებულებაა 1, 300 (ათას სამასი) ლარი. ხოლო იმ პირებისათვის, ვინც თავად უზრუნველყოფს ზუგდიდში ცხოვრებას და კვებას 300 (სამასი) ლარი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 21 აპრილი. რეგისტრირებულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება ონლაინ, 23 აპრილს. გასაუბრების დროის შესახებ ცალკე გეცნობებათ.
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs, აირჩიეთ პროგრამა - "თხილის ბიოწარმოება" და გაიარეთ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 32 2 536489 და ჩვენ დაგარეგისტრირებთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: pr@elkana.org.ge.
|
|
|
|