დასახელება:
სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ბიო-მედი
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
კომპანია "ბიო-მედი" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან მოღვაწეობს. "ბიო-მედის" მთავარ საქმიანობას წარმოადგენს საქართველოში არსებული ჯანდაცვის ობიექტების და სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიების თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა, ასევე სადიაგნოსტიკო ტესტ-სესტემების და სახარჯი მასალების მიწოდება და თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა კვალიფიციური და გამოცდილი კადრების დახმარებით.
კომპანია ბიო-მედი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომუნიკაციის წარმართვა სამედიცინო ტექნიკისა და აპარატურის მომწოდებელ პარტნიორებთან, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით;
** მათგან მიღებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და აღწერილობების დეტალურად შესწავლა და აპარატურის ექსპლუატაციაში ჩაშვების პროცესის მხარდაჭერა;
** მომხმარებლების ტექნიკისა და აპარატურის მიწოდებისა და ინსტალაცია-მონტაჟის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** პროგრამული განახლების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლისგან აპარატის დაბრუნების / ჩანაცვლების უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციაში გაწერილი წესის შესაბამისად;
** კომპანიის მიერ იმპორტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების დეტალური შესწავლა და აქტიური მონაწილეობის მიღება პარტნიორი კლიენტების ტრენინგებში;
** აპარატის მანუალების, ინსტრუქციების, სწრაფი გაიდების ქართულ ენაზე თარგმნა;
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანადგარების სერვისი, მონტაჟი-დემონტაჟი;
** მომხმარებლების მუდმივი მხარდაჭერა აპარატურის ტექნიკური პრობლემების ოპერატიული მოგვარების საკითხებში;
** სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადი პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარება;
** კომუნიკაცია ექიმებთან სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სიახლესა თუ პრობლემაზე;
** ახალი სამედიცინო აპარატების მიღება, დასაწყობების პროცესში აქტიური ჩართულობა საწყობის მენეჯერთან ერთად;
** პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგების/ვებინარების/სემინარების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დასწრება (ფიზიკურად/დისტანციურად).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სავალდებულოა ბიო-სამედიცინო ინჟინერიის, ელექტრონიკის ან მომიჯნავე სპეციალობების განხრით;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მინიმუმ C1 დონეზე ცოდნა და რუსული ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე;
** სავალდებულოა სამედიცინო ინჟინერიის საკითხების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა MS Office საოფისე პროგრამების მინიმუმ მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** აქტიურობა და ინიციტივიანი;
** პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე, (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა #34
** ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@biomedi.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://biomedi.ge/
პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@biomedi.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "ბიო-მედის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@biomedi.ge
"ბიო-მედი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 0 32 291 34 38 info@biomedi.ge
|
|
|
|