Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიო-მედი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
კომპანია "ბიო-მედი" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან მოღვაწეობს. "ბიო-მედის" მთავარ საქმიანობას წარმოადგენს საქართველოში არსებული ჯანდაცვის ობიექტების და სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიების თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა, ასევე სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების და სახარჯი მასალების მიწოდება და თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა კვალიფიციური და გამოცდილი კადრების დახმარებით.

კომპანია "ბიო-მედი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება;
** ახალი კლიენტების საჭიროებების დადგენა;
** კლიენტებისათვის შეთავაზებულ პროდუქციაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მუდმივი უკუკავშირი;
** კომპანიის პროდუქციის შესწავლა;
** ბაზრის კონტროლის, კლიენტებთან ურთიერთობის გზით ბაზრის შესწავლა და მისი საჭიროებების განსაზღვრა;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრის ორგანიზება, შეთავაზების გაკეთება;
** საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში ვიზიტების განხორციელება-დაგეგმვა;.
** არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა;
** არსებული კლიენტებისათვის ახალი პროდუქციის შეთავაზება;
** ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** ყოველთვიური გაყიდვების ბაზის მოწესრიგება-განახლება;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის ასისტირება გაყიდული პროდუქტის მოხმარების და გამოყენების თაობაზე;
** გაყიდული პროდუქტის შესახებ მომხმარებლებისგან ინფორმაციის შეგროვება კმაყოფილების დადგენის მიზნით.

პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობა:

** გაყიდვების მიმართულებით სამოქმედო გეგმის დასახვაში მონაწილეობის მიღება;
** მოთხოვნადი პროდუქციის იდენტიფიცირება;
** კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება პროდუქტის გაყიდვების გზით;
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია;
** არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სავალდებულოა მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
** სავალდებულოა მსგავს სფეროში, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** აქტიურობა და ინიციტივიანი;
** პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე, (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა #34
** ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@biomedi.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://biomedi.ge/

პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@biomedi.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "ბიო-მედის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@biomedi.ge

"ბიო-მედი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 0 32 291 34 38, info@biomedi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე