დასახელება:
პირადი მომსახურების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
უნისონი
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პირადი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ანაზღაურებაზე განაცხადის მიღება.
** ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში დახმარება.
** სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურებაში დახმარება.
** ვიზიტის დაჯავშნაში დახმარება (ოჯახის ექიმთან ვიწრო სპეციალისტთან, კვლევებზე).
** საჭიროების შემთხვევაში დაზღვეულთან დაკავშირება და მისთვის ინფორმაციის მიწოდება
** სახელშეკრულებო პირობებზე, ცვლილებებზე მათ შორის პროვაიდერის, ფასდაკლებებზე,
** ბენეფიტებზე, დაზღვეულის ინფორმირებულობა.
** დაზღვეულთან უკუკავშირი.
** პაკეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისების ორგანიზებაში დახმარება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - პირადი მომსახურების მენეჯერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|