Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: მინიმარტს
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
კომპანია "მინიმარტს" 2022 წლის 1 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 270 -მდე ჯიხურით, სადაც ხდება სხვადასხვა პროდუქტის რეალიზაცია.

ჩვენი მიზანია - თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვითა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული დამოკიდებულებით შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებისა და მომსახურების გამოცდილება.

ვის ვეძებთ?

პოზიციის დასახელება: საწყობის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საწყობების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** ადამიანური, ტექნიკური, ინფრასტრუქტურული რესურსების ანალიზი, დაგეგმვა, მომზადება, მართვა;
** მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და სერვის პროვაიდერებთან ურთიერთობა კომპეტენციის ფარგლებში;
** სასაწყობო რესურსების უტილიზაციის ზედამხედველობა, მათი გაუმჯობესებისათვის პროექტების დასახვა/აღსრულება, საოპერაციო პრობლემებში ჩართულობა და პრობლემის გადასაჭრელი ზომების მიღება;
** საწყობის გამტარუნარიანობაზე ზედამხედველობა, რეპორტინგი, Bottleneck-ების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** ინვენტარიზაცია, მასთან დაკავშირებული პროცესების ინიცირება, ჩართულობა, მართვა. შედეგების ანალიზი;
** ჩამოწერის პროცესის ინიცირება, ზედამხედველობა;
** ბიუჯეტირება, პროგნოზირება და ბიუჯეტის ათვისების ფაქტორული ანალიზი;
** დღე/თვე/კვარტალი/წელი ჭრილში რეპორტების მომზადება და მათი წარდგენა შესაბამისი ფორმატის მიხედვით.
** ყოველდღიური ქსელში მოსამარაგებელი შეკვეთების აგროვება, გადამოწმება ფორმირების პროცესისა და შესრულების კორექტულობის კონტროლი.
** დაბრუნებების პროცესის ზედამხედველობა, პროცესების დახვეწა და სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია პროცესის ფარგლებში.
** გაგზავნილი შეკვეთებში პრობლემების იდენტიფიცირება, გასწორება და მიზეზების აღმოფხვრა.

გეძებთ თქვენ, თუ თვლით რომ გაქვთ:

** სასაწყობო პროცესების საუკეთესო გამოცდილებების ზედმიწევნით ცოდნა ;
** ძლიერი მენეჯერული უნარები, გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება 2+ წელი;
** ლოგისტიკური პროექტების განხორციელების გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური უნარი, მათემატიკური + Excel;
** ERP ის მუშაობის სტრუქტურის ცოდნა;
** WMS - ში მუშაობის, მისი დახვეწისა ან/და ინტეგრაციის გამოცდილება.

რას გთავაზობთ? (ბენეფიტები):

** კორპორატიულ დაზღვევას
** ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე: vacancy@minimarts.ge

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მინიმარტს"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე