Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში;

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1 200 ლარიდან 1 600 ლარამდე;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;

ფუნქცია - მოვალეობები:

** დისტრიბუციისთვის განკუთვნილი ავტომანქანის ტარება/მოვლა;
** ობიექტებთან ურთიერთობა, თანხის აღება, პროგრამაში გატარება;
** გაყიდვებზე ორიენტირება;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მძღოლ-დისტრიბუტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

ფოტოსურათი: აუცილებელია;

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 283 183.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე