დასახელება:
ინჟინრის/ინჟინერ-ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
აკტივიტი
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
კომპანია შპს "აკტივიტი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის/ინჟინერ-ტექნიკოსისპოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადა 4 თვე 3000 ლარი, შემდგომ 4000 ლარი.
მოთხოვნები:
** განათლება ტექნიკური-მშენებელ-ინჟინერი
** სამუშაო გამოცდილება მშენებლობის მიმართულებით, სიმაღლეზე სამუშაოები, მაღალი ძაბვის გადამცემი სადენების (ბაგირების) მონტაჟის სამუშაოები
** პროგრამების ცოდნა
** სამშენებლო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
** ენები: ქართული - ძალიან კარგი; ინგლისურის და რუსულის საბაზისო ცოდნა.
სამუშაოს აღწერა:
** სამშენებლო პროცესის დაგეგმვა
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** სიმაღლეზე მუშაობა, ბაგირებთან მუშაობა
** სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი
** ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა
** სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხის კონტროლი
** მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ჯეროვანი და სწორი გამოყენების კონტროლი
** სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების დროული და ეფექტური გადაჭრა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნება
** დავალების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: n.ugulava.zipline@gmail.com. მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|