Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 300-ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka

ამჯერად კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

ანაზღაურება: 1200 ლარი (გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1000 ლარი)
სამუშაო განაკვეთი: 15 სამუშაო დღე თვის განმავლობაში გრაფიკით 2/2-ზე 10-19 სთ-მდე
სამსახურის მდებარეობა: თბილისი წერეთლის 116

ფუნქცია მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი ასორტიმენტის სრულყოფილი შესწავლა და ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის (მათ შორის სოც. ქსელის მეშვეობითაც)
** მომხმარებლების მომსახურება შესაბამისი სტანდარტის დაცვით - საუკეთესო სერვისის შეთავაზება
** სალარო გატარებების წარმოება
** ახალი მარაგების განთავსება შოუ რუმში
** შეკვეთილი პროდუქციის მომზადება და მომხმარებელზე/კურიერზე გადაცემა
** მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე კომპანიის ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია
** გაყიდულ პროდუქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტი და ა.შ)
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინფორმაციის/პროდუქციის მახასიათებლების საინტერესოდ და სრულყოფილად წარდგენის უნარი
** გამართული მეტყველების უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების MS WORD; EXCELL სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული - კომუნიკაციის შესაძლებლობა

პიროვნული თვისებები:

** სერვისზე და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** პოზიტიური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს (დასაქმებიდან 3 თვის შემდგომ)
** კორპორაციულ სატელეფონო ლიმიტს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge; მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@baristo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე