დასახელება:
B2B გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბარისტო
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.
მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 300 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.
ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka
ამჯერად კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ანაზღაურება: შეთანხმებით კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე + კონკურენტული საბონუსე სისტემა.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 სთ-მდე
სამსახურის მდებარეობა: თბილისი
ფუნქცია მოვალეობები:
კომპანიის გაყიდვების სტიმულირება:
** B2B კლიენტებთან დაკავშირება სხვა და სხვა არხების მეშვეობით
** ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიების გატარება
** კლიენტების პორტფელის შექმნა, პორტფელში შემავალ კლიენტებთან მუდმივი და მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა. სიახლეების, დაგეგმილი აქციების გაცნობა-შეთავაზება
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
** გაყიდვების მაჩვენებლის ზრდის მიზნით სხვა და სხვა აქტივობების ინიციირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების MS WORD, EXCELL, PPT სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული - გამართული კომუნიკაციის შესაძლებლობა
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პრობლემის შეფასების და გადაჭრის უნარი
** ენერგიული/აქტიური/კრეატიული
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს (დასაქმებიდან 3 თვის შემდგომ)
** კორპორაციულ სატელეფონო ლიმიტს
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge; მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@baristo.ge
|
|
|
|