Робота для біженців з України
მიმტანი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: La Vista
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
"La Vista" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება რესტორნის კონცეფციისა და მენიუს შესახებ;
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება;
** სტუმრების მხრიდან მიღებულ უკუკავშირთან დაკავშირებით ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება და პირობები:

** 800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + თიფსი;
** პროფესიული ტრენინგები + ბონუსური სისტემა;
** კვება;
** უნიფორმა;
** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: ofy.mmrs@gmail.com ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: +995 574898111
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე