Робота для біженців з України
ცხელი ხაზის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი ხაზის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ცხელი ხაზის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის #10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00 -18:00 სთ

ძირითადი მოვალეობები:

** 24 საათიანი ცხელი ხაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ცხელი ხაზის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ცხელი ხაზის პლატფორმაზე მონაცემების მონიტორინგი;
** პრეტენზიული ზარების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურისთვის;
** თანამშრომელთა გრაფიკის, შვებულებების, ბიულეტენებისა და ცვლებში რაოდენობის კონტროლი სტანდარტის შესაბამისად;
** ცხელი ხაზის ოპერატორების მომსახურების ხარისხის კონტროლი (ჩანაწერების მოსმენა), საჭიროების შემთხვევაში შემდგომი რეაგირება (შეფასებები, ტრენინგების დაგეგმვა და სხვა);
** სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** სამუშაოს შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით ცხელი ხაზის სამსახურის თანამედროვე აპარატურით მოწყობილობებით აღჭურვა და ახალი პროდუქტების დანერგვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2025 წლის 30 აპრილისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე