Робота для біженців з України
დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: www.imart.ge
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
ინტერნეტ მაღაზია "iMart.ge" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გსურთ, გახდეთ საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი, სანდო და კომფორტული ონლაინ სავაჭრო პლატფორმის - iMart.ge-ის გუნდის წევრი, რომელიც 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს რეალობად აქცევს, გაეცანით ვაკანსიის პირობებს:

სამუშაო განაკვეთი:

** სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00)
** ჰიბრიდული გრაფიკი (3 დღე ოფისიდან მუშაობა, 3 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა, 1 დღე დასვენება)
** დისტანციური გრაფიკი (18:00-00:00 / 1 დღე დასვენება)

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (თვეში საშუალოდ 1200-2000 ლარი)
ადგილმდებარეობა: თბილისი. აკაკი წერეთლის N116. ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", II სართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** ყოველთვიურ, გამომუშავებით ბონუსს (საშუალოდ, 500-1500 ლარი);
** ჯანსაღ კონკურენციას, პერსონალურ საჩუქრებსა და აღიარებას თვის საუკეთესო შედეგების მქონე თანამშრომლებისთვის;
** პროფესიული ტრენინგებისა და მასტერკლასების სრულ დაფინანსებას საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში;
** ექსკლუზიურ, უპრეცენდენტო ფასს ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე;
** საპენსიო შენატანის სრულ დაფარვას;
** პოზიციური და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

სამუშაო აღწერილობა:

** ვებ გვერდისა და სოციალური არხების მეშვეობით შემოსული ლიდების დამუშავება;
** სატელეფონო კომუნიკაციის გზით მომხმარებლებთან შეკვეთის დეტალების გადამოწმება და კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სიახლეების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების პირობების შესახებ;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან პერიოდული უკუკავშირი და პროდუქტის ათვისებისთვის საჭირო პროცედურულ საკითხებში, მათ შორის, ონლაინ განვადების შევსებაში დახმარება;
** პრობლემურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, აქტიური ჩართულობა და პრობლემის მოგვარების ყველაზე ოპტიმალური და ეფეტური გზების მოძიება და მომხმარებლისთვის შეთავაზება;
** შესაბამის სისტემაში მომხმარებელთა კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის/შეკვეთის დეტალების შეყვანა/გაახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობის ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე career@imart.ge 2025 წლის 25 აპრილამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი.

iMart.ge გისურვებთ წარმატებებს!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ნანოტეკი"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: career@imart.ge / 032 2 100 300
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე