Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ალიანს პალასი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
აპარტ-ჰოტელი "ალიანს პალასი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

მოთხოვნები:

** სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით.)
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** უცხო ენების ცოდნა
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** სასტუმროს მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. (Fina-ს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2025 წლის 7 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: "ადმინისტრატორი" ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@alliancepalace.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე