დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
თაიმი
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
საათებისა და აქსესუარების კომპანია "TI`ME" 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.
"TI`ME"-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI`ME Georgia
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: TI`ME
თქვენ თამაშობთ ძალიან მნიშვნელოვან როლს, თუ როგორ გრძნობენ ჩვენი მომხმარებლები თავს მაღაზიიდან გასვლისას. თქვენი გაღიმება, მისალმება და მადლობის გადახდა თითოეულ მომხმარებელს მისცემს განუმეორებელ შთაბეჭდილებას.
სამუშაო დღე შეიძლება იყოს დატვირთული, განსაკუთრებით აქციების პერიოდში. შეიძლება რამდენიმე ამოცანის შესრულება მოგიწიოთ მომხმარებელთან ურთიერთობისას, ამიტომ თქვენი კეთილგანწყობა, გუნდური მუშაობა და პოზიტივი ძალიან მნიშვნელოვანია
თაიმში ჩვენ გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას, ბრენდირებულ საჩუქრებსა და პროდუქციაზე ფასდაკლებას, ასევე ფიტპასის კორპორატიულ ფასს და ყოველთვიურ ბონუსს. თქვენ ისარგებლებთ ანაზღაურებადი შვებულებით 2 თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე, ასევე დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსით. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისიამოვნოთ კომპანიის კორპორატიული წვეულებებით და Team-Building-ებით.
თქვენ მოსვლის დღიდანვე ერთვებით წლიური ნომინაციების სისტემაში და წლის ბოლოს შესაძლებლობა გაქვთ გახდეთ საუკეთესო თანამშრომელი და მოიგოთ სასიამოვნო საჩუქრები.
თქვენი ლოიალურობა ჩვენი პრიორიტეტია. ამიტომ გთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რაც ითვალისწინებს ყოველწლიურად ანაზღაურების ზრდას 3 წლის განმავლობაში.
თუ თქვენ ხართ პოზიტიური, შეგიძლიათ რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება, გიყვართ მომსახურების პროცესი და სხვების დახმარება, შეგიძლიათ კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე, მაშინ გელოდებით თაიმის გუნდში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით
** მომხმარებლისთვის ამომწურავი, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ინფორმაციის მიწოდება
** მომსახურების გაწევა კეთილგანწყობით და მუდმივი მხარდაჭერის მზაობით
** პროდუქციის სუფთა იერსახის უზრუნველყოფა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 2 დღე დასვენება
სამუშაო საათები: 1 ცვლა, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, 1 საათიანი შესვენების გათვალისწინებით
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1
მისამართი: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N2.
განაცხადის შემოტანის პროცედურა:
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ მარტივად გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/98?source=aWQ9NTQ%3D ან/და გადმოაგზავნოთ რეზიუმე/CV მისამართზე: hr@time.ge
კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმე/CV-ის გამოგზავნით თქვენ, აცხადებთ რომ კომპანია თაიმის მიერ თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს თქვენი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების) დამუშავება, მათ შორის, შენახვა (1 წლის ვადით) და მესამე პირთათვის გადაცემა, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.
თანხმობა ეხება წარმოდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებს და აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: hr@time.ge
|
|
|
|