Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: 22 გრადუსი
გამოქვეყნდა: 04 აპრილი / ბოლო ვადა: 04 მაისი
კომპანია "22 გრადუსი" 2017 წლიდან დღემდე წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, როგორც გათბობა-წყალგაყვანილობის პროდუქციის რეალიზატორი და მოკლე პერიოდში შეძლო ბაზარზე დაემკვიდრებინა თავი, როგორც მაღალხარისხიანი, ენერგოეფექტური პროდუქციის რეალიზატორმა. კომპანიის პარტნიორები არიან დიდი და ავტორიტეტული ბრენდები: Vaillant Group International GmbH, Kermi GmbH, George Fischer Hakan Plastic, I.V.A.R. S.p.A. და ა.შ.

ამჟამად კომპანიაში გვაქვს მძღოლის ვაკანსია.

ძირითადი მოვალეობები

** ტვირთის გადაზიდვა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდება;
** ავტომანქანის გამართულ-ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა (C კატეგორია).

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა (8 საათიანი სამუშაო დღე)
** ანაზღაურება: 1200 ლარი

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: salome.mikaberidze@22.ge არაუგვიანეს 2025 წლის 4 მაისისა. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ "მძღოლი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე