Робота для біженців з України
კორპორატიული და საბითუმო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული და საბითუმო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Family Toys
გამოქვეყნდა: 04 აპრილი / ბოლო ვადა: 04 მაისი
"Family Toys" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და საბითუმო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიზნობრივი ორგანიზაციების მოძიება რომლებსაც გააჩნიათ ინტერესი სათამაშოების შესყიდვის მიმართ;
** ვიზიტების განხორციელება პოტენციურ მომხმარებლებთან, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეთავაზება;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** გაყიდვების მუდმივი პრომოუშენი როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მიმართულებით და მიწოდების უზრუნველყოფა.
** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გაყიდვებისა და მოლაპარაკებების მართვის უნარები;
** კეთილსინდისიერება როგორც დამსაქმებლის, ასევე პარტნიორი კლიენტებისადმი;
** კომპანია კანდიდატებს სთავაზობს კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას, შედეგებსა და გეგმების შესრულებაზე დამოკიდებულ მაღალ საბონუსე ანაზღაურებას, ავტომობილს, საწვავს, სასაუბრო დროს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ ელმისამართზე vacancy.hr.family@gmail.com

ან დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 597 97 00 84
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე