დასახელება:
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია
|
გამოქვეყნდა: 27 მარტი
/ ბოლო ვადა: 27 აპრილი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: რუსთავი
სამუშაო განაკვეთი: სრული - 6 სამუშაო დღე კვირაში.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან;
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების წარმართვა და მუდმივი კომუნიკაციის ქონა;
** გაყიდვების განსხვავებული პირობების ხელმძღვანელთან შეთანხმება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მუდმივი განახლება;
** სამშენებლო ტერიტორიაზე მომხმარებლის გადაყვანა;
** კორპორატიული შეთავაზებების და პრეზენტაციების მაღალ დონეზე მომზადება/წარდგენა;
** სოციალურ ქსელებში კლიენტებთან კომუნიკაცია;
** უძრავი ქონების გარიგების ხელშეკრულებების კანონის შესაბამისად რეგისტრაცია;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** უცხო ენების - რუსულისა და ინგლისურის ფლობა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება - 2+ წელი;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ოპერატიული რეაგირება, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: natia.batiashvili.ss@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის (მათ შორის პოტენციური) გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|