დასახელება:
ბავშვთა ქირურგი
|
მომწოდებელი:
ვიანი
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 07 აპრილი
|
"ვიანი" აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ქირურგის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი, აეროპორტის გზატკეცილი #64
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** პაციენტის ინფორმირება სამედიცინო მომსახურების შესახებ;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ოპერაციების შესრულება კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი;
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 7 აპრილი, 2025
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1243
"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|