Робота для біженців з України
ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო "პროკრედიტ ჯგუფის" წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში. "პროკრედიტ ჯგუფს" სათავეში უდგას "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.
"პროკრედიტ ბანკ საქართველოს", საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, განვითარება, მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
** ქსელის წარმადობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
** მარშრუტიზატორების, კომუტატორების კონფიგურაცია და ტექნიკური მომსახურება;
** ქსელური ინფრასტრუქტურის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ფილიალებს შორის გამართული კავშირის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სატელეფონო სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ნომრების განაწილება;
** მომხმარებელთა მხარდაჭერა, მათი კონსულტირება ტელეფონის საშუალებით;
** ქსელის უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველყოფა;
** ქსელურ ინფრასტრუქტურაში პრობლემების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** CCNP-ს დონის ცოდმა.
** Switching, Routing პროტოკოლების, VPN ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა;
** VOIP ტექნოლოგიების ცოდნა (აუცილებელი);
** ქსელური კომუტატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: VLANs, VTP, STP, RSTP, MSTP, EtherChannel, PAgP, LACP, Stackwise, PortSecurity, 802.1x.
** ქსელური მარშუტიზატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: BGP, EIGRP, OSPF, VRF, HSRP
** VPN ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: SSL VPN, DMVPN, GRE, IPSec, CryptoMaps, FlexVPN, Anyconnect;
** NG Firewall-ებთან მუშაობის გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და რთულ პროექტებს
** მეგობრულ გარემოს
** განვითარების და სწავლის შესაძლებლობებს
** სოლიდურ ანაზღაურებას

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "ქსელის ადმინისტრატორი" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: IT.recruiting@procreditbank.ge და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების საბოლო ვადაა 31 მარტი 2025 წელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს "პროკრედიტ ჯგუფში" შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე