Робота для біженців з України
ანგარიშგების, ბიუჯეტირებისა და კონტროლის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანგარიშგების, ბიუჯეტირებისა და კონტროლის ოფიცერი
მომწოდებელი: Tesen Group
გამოქვეყნდა: 15 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
საგზაო სამშენებლო კომპანია შპს "ტესენ ჯგუფი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 100 მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.

დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, საგზაო სამშენებლო მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს. თანამედროვე საწარმოო ხაზები და სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სამშენებლო სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფი" სავიზიტო ბარათია.

სამუშაო პირობები:

სამუშაო საათები- 10:00-19:00 სთ
ადგილმდებარეობა - თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის (IFRS Manual of Accounting) მიხედვით;
** ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მომზადება, ბიუჯეტთან და წინა შესაბამისი წლის ფაქტობრივ მონაცემებთან შედარება და არსებითი გადახრების ტექსტუალური ახსნა-განმარტების მომზადება;
** ფინანსურ აუდიტთან თანამშრომლობა და აუდიტის უზრუნველყოფა;
** ჰოლდინგის ყოველთვიური P&L-ის და რეპორტის მომზადება;
** წლიური ბიუჯეტირების და კვარტალური პროგნოზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება (ინფორმაციის მოგროვება რელევანტური დეპარტამენტებისგან/განყოფილებებისგან, კონსოლიდაცია და პრეზენტაციის მომზადება და განყოფილების უფროსისათვის გადასახედად მიწოდება);
** ფინანსური კოეფიციენტების და საოპერაციო მონაცემების ანგარიშგება და კონტროლი;
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება;
** საოპერაციო სეგმენტების და დანახარჯების ცენტრების მიხედვით ფინანსური ანგარიშგების და კოეფიციენტების მომზადება;
** საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი ოპერაციების მუდმივი კონტროლი;
** მიმდინარე და სამომავლო პროექტების რეპორტის წარდგენა, მოსალოდნელი მომავალი თავისუფალი ფულადი ნაკადების პროგნოზის წარდგენა;
** ბანკებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა, ჯგუფის ფინანსების დამუშავება და საბანკო პროდუქტების უზრუნველყოფა;
** ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური რისკების (Financial Risk Management - "FRM") და სამუშაო კაპიტალის მართვის (Working Capital Management - "WCM") ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა. საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა;
** სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც შესაძლებელია არ იყოს აღწერილი აღნიშნულ დოკუმენტში, თუმცა გამომდინარეობდეს აღნიშნული პოზიციის სპეციფიკიდან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS_ის) ცოდნა.
** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტის, ფინანსების მიმართულებით.
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** Microsoft office program-ის ცოდნა.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ACCA-ს II დონის კვალიფიკაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
** სწავლის დაფინანსებას

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა არის 2025 წლის 14 აპრილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე