დასახელება:
მასწავლებელი/დარგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია" აცხადებს მასწავლებლის/დარგის სპეციალისტის ვაკანსიას საექთნო განათლების ინგლისურენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით.
** სამედიცინო სფეროში/დარგში მუშაობის ან/და სწავლების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სფეროს/დარგის შესაბამისი ცოდნის/უნარების ფლობა, რაც დასტურდება სერტიფიკატით/სერტიფიკატებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (ასევე, შესაძლებელია აპლიკანტმა ადგილზე გაიაროს ენის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა).
კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** CV (რეზიუმე) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები; პ.ს.: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
** სამსახურეობრივი გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისათვის 27 წლამდე) - წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება);
შერჩევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა.
2. გასაუბრება;
საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატი შეიტყობს ყველა ეტაპის დასრულების შემდგომ.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: btaedu@yahoo.com; btacollegehr@gmail.com
ან წარმოადგინოთ ფაქტობრივ მისამართზე: თბილისი, წერონისის ქ. N 208, 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე (ტელ.: 558 309 300);
შენიშვნა: განაცხადის გამოგზავნისას, გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ პროგრამის დასახელება.
|
|
|
|