Робота для біженців з України
სტენდის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტენდის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ცურ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა მოწინავე კომპანიებებს.

ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

კომპანია TSUR GROUP-ში შემავალი არომა მარკეტინგის კომპანიისთვის, "არომაკოსთვის"- ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სტენდის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სწავლება-განვითარების დაფინანსება/მხარდაჭერა
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე. ცვლები: 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე; 16:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე;
** ანაზღაურება ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი (საშუალო შემოსავალი 1200 ₾)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება;
** პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი მიწოდება:
** გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმანობის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1 + წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვებში;

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aromaco.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სტენდის გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე