Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: Maizen
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
"Maizen" არის პრემიუმ კლასის ავეჯისა და დეკორატიული ნივთების მაღაზია, სადაც წარმოდგენილია წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტების ექსკლუზიური ნამუშევრები, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბით, სულ რამდენიმე ექსპოზიციაში შეხვდებით. ჩვენი სივრცე ინტეგრირებულია ბართან, რაც მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ, კომფორტულ და ჰარმონიულ გარემოს. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვქმნით ადგილს, სადაც დიზაინი და სერვისი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, რათა ჩვენს სტუმრებს შევუქმნათ დაუვიწყარი გამოცდილება.

ვეძებთ ბარისტას, რომელსაც ვთავაზობთ:

** ზრდაზე ორიენტირებულ და საინტერესო სამუშაო გარემოს - შესაძლებლობა განვითარდეთ პროფესიონალურად და მიიღოთ გამოცდილება პრემიუმ სეგმენტში
** მზარდ ანაზღაურებას - ფიქსირებული ხელფასი, რომელიც დამოკიდებულია გამოცდილებასა და შედეგებზე
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს - მოქნილი პირობები, სამუშაო დრო 40 საათი კვირაში
** პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას- ტრენინგები და შესაძლებლობა გაეცნოთ საერთაშორისო ბრენდების საუკეთესო სტანდარტებს

ფუნქცია და მოვალეობები:

** სასმელების მომზადება
** მომხმარებლების პროფესიონალურად და სტანდარტის შესაბამისად მომსახურება
** ბარისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა
** სასმელების მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების გაკეთება
** მომხმარებლების უკუკავშირის შეგროვება

მოთხოვნები:

** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარისტას პოზიციაზე
** სასმელების მომზადების ტექნიკების ცოდნა
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პოზიტიური დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: Info@maizen.store, დასახელებაში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე