დასახელება:
პროექტანტი ინჟინერი
|
მომწოდებელი:
WeMEP
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
კომპანია "WeMEP" აცხადებს ვაკანსიას პროექტანტი ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ელექტრობის და სუსტი დენების მიმართულებით საპროექტო ნახაზების შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა და პროექტის მასალების უწყისის მომზადება
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზის გარჩევა
** საჭიროების შემთხვევაში, ობიექტის შესწავლა
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანა
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
** აუცილებელია AutoCAD-ის და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების ცოდნა
** საურველია Revit-ის ცოდნა
სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია, აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი
** მიზანდასახული
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 11:00-19:00
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 11 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: team@wemep.ge.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|