Робота для біженців з України
ნეიროფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნეიროფსიქოლოგი
მომწოდებელი: სტუდია ეიდისი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს ნეიროფსიქოლოგის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

"სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფსიქოლოგიური კონსულტაცია
** ნეიროფსიქოლოგიური შეფასება
** ნეიროფსიქოლოგიური აბილიტაცია/რეაბილიტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის ხარისხი ნეიროფსიქოლოგიაში
** ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება
** სასურველია რეკომენდაციის წარმოდგენა წინა დამსაქმებლისგან.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ცვლილებებისადმი მზაობა
** კონფლიქტების მართვის უნარი

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 1) CV

მოთხოვნებთან თანხვედრილი აპლიკანტების განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: studioadc.georgia@gmail.com აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ნეიროფსიქოლოგი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე