Робота для біженців з України
შიდა ზედამხედველობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა ზედამხედველობის თანამშრომელი
მომწოდებელი: დელტა ქონექთი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
კომპანია "დელტა ქონექთ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შიდა ზედამხედველობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ობიექტების ვიდეო-კამერების მონიტორინგი;
** ფილიალებში არსებული სიტუაციის დაკვირვება და გადაცდომების დეტალური დაფიქსირება
** კამერის ჩანაწერების ანალიზი;
** დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელი პირების ინფორმირება;
** მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მოახდინოს მუდმივი დაკვირვება;
** კომპანიის ობიექტებში არსებული ელექტრო გაყვანილობის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართულობის მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.

მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

პირობები:

** კვირაში 3 ან 4 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 10:00-22:00
** ანაზღაურება: თითოეულ ნამუშევარ დღეზე - 89 ლარი (მითითებული ანაზღაურება მოიცავს საშემოსავლო გადასახადს და სავალდებულო საპენსიო შენატანს)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.deltaconnect@gmail.com. გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ "შიდა ზედამხედველობის თანამშრომელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე