დასახელება:
რენტგენის კაბინეტის ლაბორანტი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო
კეთილდღეობის შექმნაა.
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას რენტგენის კაბინეტის ლაბორანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** რენტგენის გადაღება კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** სამედიცინო აპარატურასთან სამუშაო წესების შესრულების უზრუნველყოფა დროულად, უშეცდომოდ და სრულყოფილად;
** პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** სასურველია რენტგენო-ლაბორანტის მოწმობა ან სერთიფიკატი;
** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო, საშუალო საექთნო ან საშუალო რენტგენო-ლაბორანტის განათლება; (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტები)
** სასურველია სამუშო გამოცდილება რენტგენო-ლაბორანტის, რენტგენის ტექნიკოსის პოზიციაზე;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/rentgenis-teqnikosi/668
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|