Робота для біженців з України
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰუალინგ დიჯითალ თრეიდ კო
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
"Hualing Digital Trading Co., Ltd." ეძებს გუნდის ახალ წევრს B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივი ბაზრის კვლევა;
** მომხმარებლის მონაცემთა ბაზის შენარჩუნება და ბაზრის მოთხოვნის კვლევა;
** პროდუქტის გაყიდვების გეგმების შემუშავება;
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება პროდუქტის მახასიათებლებზე დაყრდნობით;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა პროდუქციის სადემონსტრაციოდ / შესათავაზებლად / ბიზნეს წინადადებების წარსადგენად;
** უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა და შეკვეთების დაგეგმვა;
** კომპანიის ინვენტარის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და სალაპარაკო);
** სასურველია e-commerce-ის ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიკატებს;
** საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის გაცნობა.

ძირითადი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** პროგრამებისა და მონაცემთა ბაზების გამოყენების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** Microsoft Excel-ის ცოდნა.

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი 09:30-18:30;
მდებარეობა: ჯ. ლეჟავას 22 (სავაჭრო ცენტრი "Hua Ling Tbilisi Sea Plaza")

ელექტრონული ფოსტის მისამართი: hr@hpq.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10.04.2025.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hpq.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@hpq.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე