Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გლასს ლაინ
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
"GLASS LINE"-ში გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია გვაქვს.

"გლას ლაინი" არის ალუმინის, მეტალო-პლასტმასის და შუშის წარმოების კომპანია რომელიც 3 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

რას აკეთებს გაყიდვების მენეჯერი?

** კლიენტებთან კომუნიკაცია (ტელეფონით, ელ-ფოსტით, ონლაინ ჩატით);
** კონსულტაციის გაწევა - კლიენტის საჭიროებების მიხედვით საუკეთესო პროდუქტის შერჩევა;
** შეთავაზებების, პრეზენტაციების მომზადება, პოტენციური კლიენტების/პროექტების მოძიება, პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება და ინვოისების გენერირება;
** მიწოდების ორგანიზება - პროდუქტის მიწოდების მართვა და მომხმარებელთან უკუკავშირი;
** საბუთების გაფორმება/მოწესრიგება

რას ვითხოვთ?

** სავალდებულოა კომპანიის პროდუქტების მახასიათებლებში გარკვეულობა;
** უპირატესობად ჩაითვლება გაყიდვებში გამოცდილება;
** ქართული ენის ცოდნა აუცილებელია, ინგლისური ან/და რუსული - დამატებითი უპირატესობა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** განიხილებიან სტუდენტებიც, სწავლის პროცესთან ხელშეწყობით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00
** ოფისის ლოკაცია - თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩა
** ანაზღაურება - გაყიდვების მოცულობაზე და კანდიდატის კვალიფიკაციაზე დამოკიდებული (საორიენტაციო შემოსავალი - 1500 - 5000 ლარი (ანაზღაურების ზედა ზღვარი არ არსებობს)
** კომპანია ანაზღაურებს შეხვედრებზე ტრანსპორტირება/საწვავის ხარჯს და ულიმიტო სასაუბროს კორპორატიულ ტელეფონზე.

თუ თვლით, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა 10 აპრილამდე გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე ფოტო-სურათთან ერთად ltdglassline@gmail.com და შემოუერთდით GLASS LINE -ის გუნდს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე