Робота для біженців з України
მებაღე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებაღე
მომწოდებელი: თბილისი ჰილს გოლფ
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 25 მარტი
კომპანია "თბილისი ჰილს გოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.

"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის" კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა, ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd` Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.

კომპანიამ 2023 წლიდან განავითარა ახალი ბიზნეს მიმართულება და კლიენტებს სთავაზობს გამწვანებასთან დაკავშირებული სერვისების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს: ლანდშაფტის არქიტექტურას, ავტომატიზირებული სარწყავი სისტემის პროექტირებასა და მონტაჟს, ლანდშაფტის დიზაინის იმპლემენტაციასა და გაზონის მოვლის რეგულარულ მომსახურებას.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** ყოველდღიურად სამებაღეო საქმიანობის განხორციელება
** გაზონის თიბვა
** მცენარეების ფორმირება და შეწამლვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველი მებაღედ მუშაობის გამოცდილება
** სასურველია (მაგრამ, არა აუცილებელი) B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ამოცანის გადაჭრაზე/გამოსავლის ძიებაზე ორიენტირება
** დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის სწორად გადანაწილებისა და პიროვნული განვითარების სურვილი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებასა
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
** მეგობრულ და ინტერნაციონალურ გუნდს
** მშვიდ, სასიამოვნო და სიმწვანით გარშემორტყმულ სამუშაო სივრცეს
** გოლფის სწავლისა და თამაშის უფასო შესაძლებლობას

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25.03.2024

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები გამოგვიგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@tbilisihills.com

გთხოვთ, "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მებაღე".

შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე