Робота для біженців з України
ტენდერი პროექტის იურიდიულ მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი პროექტის იურიდიულ მომსახურებაზე
მომწოდებელი: რემისია
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 15 მარტი
მდგრადი განვითარების ცენტრი "რემისია" აცხადებს ტენდერს პროექტისთვის "პლატფორმა - ტყის მეგობრის მეშვეობით საქართველოში ტყეების აღდგენისა და კონსერვაციის ხელშეწყობა კერძო სექტორისა და საზოგადოების ფართო ჩართულობით" იურიდიულ მომსახურებაზე.

იურიდიულმა პირმა/პირებმა უნდა მოამზადოს პროექტისთვის ანგარიში:

- "ნახშირბადის სერტიფიკატებით ვაჭრობისათვის" არსებული საერთაშორისო სქემების ანალიზი და რეკომენდაციები საქართველოსთვის.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1) ორგანიზაციის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
2) იურიდიული პირი/პირების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (CV), უპირატესობა ენიჭება გამოცდილებას ნახშირბადის სერტიფიკატებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში/ კლიმატის ცვლილების კუთხით.
3) სამოტივაციო წერილი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული დოკუმენტაცია და დამატებითი შეკითხვები 2025 წლის 14 მარტის ჩათვლით გაუგზავნოთ ანა ტყეშელაშვილს, ორგანიზაციის დირექტორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - anuki.tkeshelashvili@gmail.com

ტენდერის დასრულების ვადაა 2025 წლის 15 მარტი 15:00 საათი, საქართველოს დროით.

დაგვიანებით მიღებული განცხადებების განხილვა არ მოხდება.

დაკავშირება ხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე