Робота для біженців з України
დამწყები საგადასახადო სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები საგადასახადო სპეციალისტი
მომწოდებელი: სფაი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 01 აპრილი
აუდიტორული კომპანია "სფაი ჯორჯია" ეძებს გუნდის ახალ წევრს დამწყები საგადასახადო სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური აუდიტის გარიგებაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო რისკების მიმართულებით;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;
** აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის ან/და საგადასახადო მიმართულებით;
** სასურველია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საგადასახადო დეკლარაციების/ფორმების შევსების და წარდგენის ცოდნა;
** სასურველია საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

ეტაპები:

** პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი რეზიუმეების შერჩევა;
** მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 1 აპრილამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sfai.ge. გთხოვთ, განაცხადის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ ვებგვერდზე: https://www.sfai.ge//

ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის.

აუდიტორული კომპანია სფაი ჯორჯია მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს დაინტერესებისათვის, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე