Робота для біженців з України
დამწყები ფინანსური აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები ფინანსური აუდიტორი
მომწოდებელი: სფაი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
აუდიტორული კომპანია "სფაი ჯორჯია" (SFAI Georgia) ეძებს გუნდის ახალ წევრს დამწყები ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური აუდიტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა/მოპოვება;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება აუდიტის მიზნებისთვის;
** აუდიტის მიმდინარეობის შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსების მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** სასურველია მცირე სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის მიმართულებით;
** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ბაზისური ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აუდიტის მიმართულებით პროფესიული განვითარების ინტერესი და სურვილი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა; მჭიდრო ვადებში მუშაობის შესაძლებლობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 1 მარტამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sfai.ge. გთხოვთ, განაცხადის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე:
https://www.sfai.ge/

ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის.

აუდიტორული კომპანია სფაი ჯორჯია მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე